14:35 | 2021-07-07 ავტორი: სალომე ნეფარიძე

არავინ არ დასდევს, არავინ არ ლახავს, ჩვეულებრივად ცხოვრობენ – კახა კალაძე Tbilisi Pride-ზე

არავინ არ დასდევს, არავინ არ ლახავს, ჩვეულებრივად ცხოვრობენ – კახა კალაძე Tbilisi Pride-ზე

„გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ აქვე არსებობს პასუხისმგებლობის საკითხი, შენი გამოხატვის თავისუფლებით სხვისი უფლება არ უნდა შეილახოს, მაშინ იქნება მიზანშეწონილი. არავინ არ დასდევს, არავინ არ ლახავს, ჩვეულებრივად ცხოვრობენ“ – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ Tbilisi Pride-თან დაკავშირებით განაცხადა.

 

ჩემს თავს ნუ დაეძებ, შენ გადარჩი ოღონდ - პოლიციელი ჟურნალისტს (ვიდეო)
2021-07-07ჩემს თავს ნუ დაეძებ, შენ გადარჩი ოღონდ - პოლიციელი ჟურნალისტს (ვიდეო)

 

„ძალიან სენსიტიური საკითხებია. ჩვენს ქვეყანაში ყველა ადამიანის უფლებები დაცულია, მიუხედავად სარწმუნოებისა, სექსუალური ორიენტაციისა. არავინ მათ არ ეკიდება. სამწუხაროა ის ფაქტი, მე რამდენიმე დღის წინ დავაფიქსირე პრაიდთან დაკავშირებით აზრი, რომ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, ვერ წარმოიდგენთ რამხელა აგრესია მოყვა. ვერავინ ვერ ნახავს ჩემს ჰომოფობიურ განცხადებას.

 

ისინი ცხოვრობენ ჩვენთან, ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან წლების განმავლობაში, მომავალშიც იარსებებენ. ჩვეულებრივი ადამიანები არიან ორი ფეხით და ხელით, სამსახურიდან არ აგდებენ, სარგებლობენ ყველა სერვისით.

 

გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ აქვე არსებობს პასუხისმგებლობის საკითხი, შენი გამოხატვის თავისუფლებით სხვისი უფლება არ უნდა შეილახოს, მაშინ იქნება მიზანშეწონილი. არავინ არ დასდევს, არავინ არ ლახავს, ჩვეულებრივად ცხოვრობენ. ამ მიმართულების პოპულარიზაცია, პროპაგანდა მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

ცხვარი ხარ ჩვეულებრივი!... - ვრცელდება „სირცხვილიას
2021-07-07ცხვარი ხარ ჩვეულებრივი!... - ვრცელდება „სირცხვილიას" აქტივისტის სატელეფონო საუბარი ვარლამ გოლეთიანთან (ვიდეო)
 
44 წლის კაცმა სექსუალურად 6 წლის ბავშვზე იძალადა - სახლში არავინ იყო, კანფეტი მომცა, ხელით შეხება დამიწყო...
2021-07-0744 წლის კაცმა სექსუალურად 6 წლის ბავშვზე იძალადა - სახლში არავინ იყო, კანფეტი მომცა, ხელით შეხება დამიწყო...

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X