08:14 | 2021-12-30 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„არავინ იცის ახლა რა მდგომარეობაშია, ის დაიწყებს შიმშილობას“ – ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანაზე

„არავინ იცის ახლა რა მდგომარეობაშია, ის დაიწყებს შიმშილობას“ – ეკა ხერხეულიძე სააკაშვილის რუსთავის ციხეში გადაყვანაზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ეკა ხერხეულიძე აცხადებს, რომ რადგან მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტი რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას დაიწყებს.

 

“ადამიანებმა რომელბმაც ეს გადაწვეტილება მიიღეს, წავიდნენ ღია მკვლელობაზე. ის იყო უმძიმეს მდგომარეობაში და საჭიროებდა ექიმების დაუყონებლივ ჩარევას. უდიდესი რისკია, არავინ არ იცის ახლა რა მდგომარეობაშია მიხეილ სააკაშვილი. მაგრამ ზუსტად შემიძლია გითხრათ რომ ის არ არის საკუთარი ნებით წამოსული და რაც მთავარია, მას აქვს ნათქვამი, თუკი ასეთ ფაქტს ექნებოდა ადგილი, ის დაიწყებდა შიმშილობას,” – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

 

რუსთავის ციხესთან იმყოფებოდა ენმ-ის წევრი ლევან ხაბეიშვილიც და ელოდება ინფორმაციას, თუ როგორ გრძნობს თავს მესამე პრეზიდენტი.

 

“ჯინაზე სააკაშვილი უნდა იყოს ციხეში და ცხადია თუ ვინმეს კიდევ ილუზია აქვს ამას იმიტომ აკეთებენ, რომ მაინცდამაინც 31 დეკემბერს გამოჯანმრთელდა, ძაანაც ცდება ფა მგონია, რომ პრობლემები აქვს აღქმასა და რეალობის შეფასებასთან,” – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებს, რომ მათ გადაყვანის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

 

ცნობისთვის, გვიან ღმით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის ციხეში გადაიყვანეს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X