20:37 | 2021-11-05 ავტორი:

არავის დაუვალდებულებია შიმშილობა – კახა კალაძე

არავის დაუვალდებულებია შიმშილობა – კახა კალაძე

არავის დაუვალდებულებია შიმშილობა,- ამ სიტყვებით გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა ფატალურად დასრულდება.

 

მისი თქმით, შედეგებზე პასუხისმგებელი თავად სააკაშვილი იქნება.

 

„პირველ რიგში, იმ ვითარებაზე თვითონ პატიმარი არის პასუხისმგებელი. არავის დაუვალდებულებია შიმშილობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ არანაირი საუბარი არ მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში გადაყვანასთან დაკავშირებით და ამაზე გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

 

„არანაირი მსჯელობა არაა ამასთან დაკავშირებით. სააკაშვილი არის მსჯავრდადებული, მას აქვს მისჯილი კონკრეტულ დანაშაულებზე და სხვა საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ“, – განაცხადა კალაძემ.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X