17:12 | 2020-11-24 ავტორი: Prime Time

არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ თვითნებურად! – ექიმი ასახელებს მედიკამენტებს, რომლიც მიღებაც ექიმის გარეშე სახიფათოა

არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ თვითნებურად! – ექიმი ასახელებს მედიკამენტებს, რომლიც მიღებაც ექიმის გარეშე სახიფათოა

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო კორონავირუსის დროს მედიკამენტების მიღების მხრივ და არ უნდა მოხდეს მათი თვითნებურად მიღება, – ამის შესახებ მედიცინის დოქტორმა, მაკა ბულეიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

 

ბულეიშვილის თქმით, ვინც კორონავირუსის მსუბუქ ფორმას სახლის პირობებში მკურნალობს, გარკვეული რჩევები უნდა გაითვალისწინონ:

საქართველოს ყველა მოქალაქე კერძო საავადმყოფოს მძევალია - გიორგი ფხაკაძე
2020-11-24საქართველოს ყველა მოქალაქე კერძო საავადმყოფოს მძევალია - გიორგი ფხაკაძე

 

“აუცილებელია გავანიავოთ ოთახი, სუფთა ჰაერი ყველასთვის კარგია. ასევე ვურჩევდი ვინც სახლშია, რომ მეტი მოძრაობა, ვისაც აქვს ფილტვების ესა თუ ის დაავადება, ძალიან კარგია ბუშტების გაბერვა, ვიმოძრაოთ სახლში, მივიღოთ სითხეები, მაგრამ ასევე მინდა მინდა აღვნიშნო, რომ გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემების მქონე ადამიანებმა უნდა აკონტროლონ სითხის მიღება, რადგან არაა მიზანშეწონილი დიდი რაოდენობით სითხე, ასევე კარგი იქნება თუ შევინარჩუნებთ სიმშვიდეს.

 

არავითარ შემთხვევაში არ მივიღოთ თვითნებურად არც ანტიბიოტიკები, არც ჰორმონები, რაც ძალიან ხშირად მესმის პაციენტებისგან, რომ იღებენ დექსამეტაზონს, ანტიბიოტიკებს, ანტიკოაგულანტებს, გამათხელებლებს. ამით, შეიძლება ჩვენ მივიღოთ უფრო მეტი სავალალო შედეგი სხვა დაავადების სახით,”- განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.

ავტორი: Prime Time

X