19:52 | 2021-02-26 ავტორი: Prime Time

არავითარი გირაო, არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლება, მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები! – ნიკა გვარამია

არავითარი გირაო, არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლება, მოლაპარაკების საგანი უნდა იყოს ვადამდელი არჩევნები! – ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დირექტორი, ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატი იქნება. ამის შესახებ ნიკა გვარამიამ რუსთავის ციხეში მისვლისას განაცხდა.

 

სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდგ ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მელია თავს მხნედ გრძნობს და გირაო მისთვის შეურაცხმოფელია.

 

“ვინერვიულე, განვიცდიდი რომ შევდიოდი, ნიკა მელია არაა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ის ჩემი მეგობარია. მაინტერესებდა როგორს ვნახავდი, ნიკა მელია არ მინახვს ციხეში და არ არის ეს მარტივი, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არის ძალიან მხნედ დასვენებული, გამოძინებული, იუმორით და არ აქვს დაკარგული ის რწმენა, რაც ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში.

 

განაცხადა, რომ გირაო მისთვის სასაცილო და შეურაცხმყოფელია. პირდაპირ ასე თქვა – ბიძინა ივანიშვილზე მეტი მტერი იქნება ის ადამიანი, ვინც ე.წ. კეთილი ზრახვებით ფსევდო გულშმატკვარი გამოინახება და გადაიხდის ამ გირაოს მის ნაცვლად.

 

მან კარგად იცის საერთაშორისო გზავნილებიც და მისი პოზიცაა, რომ ყინული დაიძრა და გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. არავითარი გირაო, არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლებაც კი, ესე თქვა მან, არ შეიძლება იყოს მოლპარაკებების საგანი. მოლაპარაკებების საგანი შეიძლება იყოს ამ ხელისულფების წასვლა და ვადამდელი არჩევნები წელსვე”, – ამბობს ნიკა გვარამია.

ნიკა გვარამია ნიკა მელიას ადვოკატი იქნება

ავტორი: Prime Time

X