21:05 | 2020-05-16 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„არჩევანის გაკეთება გვიწევს უარესსა და ყველაზე უარესს შორის“ – 2 წლის ალექსი პატურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

„არჩევანის გაკეთება გვიწევს უარესსა და ყველაზე უარესს შორის“ – 2 წლის ალექსი პატურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

ჟურნალისტ ბექა პატურაშვილის შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ამის შესახებ 2 წლის ალექსის დედა, ნათია ღვედაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„სიტუაცია აღარ ექვემდებარება კონტროლს. როგორც გითხარით, 14 მაისის უნდა გადაგვეღო კომპიუტერული ტომოგრაფია და შემდეგ ოპერაცია, მაგრამ ალექსის ჰქონდა სიყვითლე და გადავწყვიტეთ, უფრო ადრე ჩაგვეტარებინა გამოკვლევები.

 

გადაუღეს მუცლის ღრუს ტომოგრაფია, სადაც აღმოჩნდა, რომ სიმსივნეს დაიწყო ზრდა ღვიძლის მარჯვენა ნაწილში, სადაც ჰქონდა პატარა მეტასტაზები ადრე,

 

ფილტვში გამოჩნდა ისევ პატარა მეტასტაზი, რომელიც წინა სურათებში გამქრალი იყო, ღვიძლის გარშემო გაეზარდა ლიმფური კვანძები, რომლებიც აწვებოდნენ ნაღვლის ბუშტს და ამან გამოიწვია სიყვითლე.

 

ეს ყველაფერი იყო სრულიად მოულოდნელი. ნაღვლის ბუშტის მილში ჩაუდგეს დრენაჟი, რომ გასუფთავდეს, ამას რამდენიმე დღე დასჭირდება,

 

ამასობაში ვარკვევდით ოპერაციის ამბებს, როგორც გვითხრეს მდგომარეობა გაგვირთულდა, ოპერაციის გაკეთება გამოირიცხა, რადგან ღვიძლის გარდა სხვაგანაც არის მეტასტაზიო.

 

მხოლოდ ერთ ორგანიზე რომ იყოს, ბევრად ადვილი იქნებოდა.

 

ვიყავით რამდენიმე ქირურგთან გასაუბრებაზე, ვიყავით კონსულტაციაზე სხვა კლინიკის ონკოლოგთანაც, გვითხრეს, რომ ამ სიტუაციაში გვქონდა ორი გამოსავალი,

 

ან ქიმიის კიდევ ერთი კურსის გაკეთება (რაც ძალიან სარისკოა და არავინ იცის ამჯერად დააპატარავებს თუ არა სიმსივნეს, როგორც ჩანს ბოლო ქიმიას სიმსივნე არ დაექვემდებარა და დაიწყო ზრდა იმდენად აგრესიულია)

 

ან ღვიძლის გადანერგვა, რომელიც ამდენი ქიმიების შემდეგ დასუსტებულ ორგანიზმზე ძალიან სარისკოა.

 

გვირჩიეს, დიაგნოზის გადამოწმება და ამისათვის ბიოფსიის მასალა ჩავაბარეთ კვლევაზე, შეიძლება ეს არისო ჰეპატობლასტომა და არა რავდოიდური სიმსივნე, ამის პასუხი იქნება ორშაბათს.

 

სტამბულში მივედით ამერიკულ კლინიკაში, სადაც აკეთებენ გადანერგვებს და გავესაუბრეთ ყველაზე გამოცდილ ბავშვთა ქირურგს, რომელსაც ჰქონია 3000-ზე მეტ ბავშვზე გაკეთებული ღვიძლის ოპერაცია და ასევე გადანერგვები,

 

მან გვითხრა რომ გვაქვს ურთულესი სიტუაცია, საერთოდ ამ შემთხვევებში აღარც ოპერაციებს და აღარც გადანერგვებს არ აკეთებენო,

 

მაგრამ რადგან საქმე გვაქვს უიშვიათეს დიაგნოზთან და ამის მართვის პროტოკოლი მსოფლიოში ჯერ არ არსებობს და არ არის შესწავლილი ეს რაბდოიდური ავთვისებიანი სიმსივნე,

 

დღემდე პაციენტების მცირე რაოდენობის გამო, მსოფლიოში ამჟამად შეიძლება მოვთვალოთო 19-მდე პაციენტი იგივე დიაგნოზითო.

 

ამიტომ, შეიძლება გავრისკოთ და გადანერგვა გავაკეთოთ სასწრაფოდო, რადგან მოვსპოთ მთავარი სიმსივნის კერა

 

და შემდეგ მივხედოთ იმ სხვა მეტასტაზებს ქიმიოთერაპიის მეთოდითო (გადანერგიდან ერთი თვის შემდეგ შესაძლებელი ყოფილა ქიმიის გაკეთება, მაგრამ ძალიან დიდ რისკებთანაა კავშირში, რადგან ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია წინა ქიმიებისგან)

 

როგორც ჩანს, ღვიძლში სიმსივნე აგრესიულია, რადგან ქიმიოთერაპიის პერიოდშიც განაახლა ზრდა და პროგრესირებს დიდი ტემპებით და სასწრაფოდ მოსაშორებელია,

 

ვიდრე ფილტვში პატარა მეტასტაზი, რომელმაც შეიძლება გვაცადოს რაღაც დრო და გავაქროთ გადანერგვის შემდეგ ქიმიებით ან სხივური მეთოდით.

 

როგორც გვითხრეს, ახლა გადანერგვაც და ქიმიაც იქნება „ექსპერიმენტალური” ნაბიჯი,

 

არაპროგნიზირებადია ეს ყველაფერი, მაგრამ სხვა გამოსავალი და შანსი არ გვაქვს, გარისკვის მეტი არაფერი გვრჩება ახლა,

 

არჩევანის გაკეთება გვიწევს უარესსა და ყველაზე უარესს შორის. ჯერ სანამ ისევ გვეთანხმებიან გადანერგაზე ეს უნდა მოვასწროთ, თორემ ისევ ქიმიის გაგრძელების მეტი აღარაფერი დაგვრჩება და ამით გასაგები იქნება ყველაფერი..

 

ორშაბათს 18.05 იქნება კონსილიუმი სტამბულის ამერიკულ კლინიკაში, სადაც გვეტყვიან დიაგნოზის ხელმეორედ კვლევის პასუხს და საბოლოო გადაწყვეტილებას.

 

ვნახოთ ორშაბათამდე. მანამდე ღმერთს და ყველა გალაქტიკებს ვთხოვ გადმოგვხედონ. თუ ეს არის ყველაზე იშვიათი შემთხვევა, ასევე იშვიათი შემთხვევა გავხდეთ კარგი და გამოჯანმრთელების შედეგით მსოფლიოში!“, – წერს 2 წლის ალექსის დედა.

Natali Gvedashvili Korneva-ს ფოტო.

(საქართველოს ბანკი)

GE54BG0000000161812619 – მიმღები ბექა პატურაშვილი ( მამა).

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X