
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, გიორგი გახარიას თანამდებობის შესაძლო დატოვების შესახებ “ქართულ ოცნებაში“ ჭორს უწოდებენ.
როგორც „პრაიმტაიმთან“ ალექსანდრე ქანთარიამ განაცხადა, მისი ინფორმაციით, არჩევნებამდე გახარიამ თანამდებობა არ უნდა დატოვოს.
“ეს არის მორიგი აგორებული ჭორი. მგონი, გიორგი გახარიამ არჩევნებამდე თანამდებობა არ უნდა დატოვოს. ამის საფუძველი არავითარ შემთხვევაში არსებობს.
ვერ გეტყვით, ვინ, ვის შეხვდა, ამის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ მაქვს“,-განაცხადა ქანთარიამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის პრემიერი გიორგი გახარია თანამდებობას უახლოეს მომავალში დატოვებს.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე























