16:30 | 2020-09-14 ავტორი: Prime Time

„არჩევნები 4 წელში ერთხელაა… სახელმწიფო ცდილობს შეზღუდვები არ იყოს“ – გამყრელიძე

„არჩევნები 4 წელში ერთხელაა… სახელმწიფო ცდილობს შეზღუდვები არ იყოს“ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძრვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდსა და ეპიდსიტუაციაზე საუბრობს.

 

„არჩევნები ყოველწლიურად არ არის, 4 წელიწადში ერთხელ არის და ამიტომ, ყველანაირად ცდილობს სახელმწიფო, რომ პოლიტიკურ პროცესში შეზღუდვები არ იყოს. პოლიტიკური პროცესი არის ერთ-ერთი უმთავრესი პროცესი, რომელიც თვენახევარი კიდევ გაგრძელდება ქვეყანაში. მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია. მაგრამ პოლიტიკურ პროცესებზე შეზღუდვების არ ქონა არ ნიშნავს, იმას, რომ თუნდაც წინასაარჩევნო პერიოდში და შემდგომ არ უნდა დავიცვათ რეგულაციები რაც გვაქვს. ეს არის დისტანციის დაცვა, პირბადის გამოყენება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ქვეყანაში, ეპიდსიტუაციის გამო, შეზღუდულია კულტურული და სპორტული ღონისძიების ჩატარება, გამკაცრებულია მონიტორინგი.

 

დღეს, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 165 შემთხვევა დაფიქსირდა.

ავტორი: Prime Time

X