
საპარლამენტო ბოიკოტი უნდა შეწყდეს, რადგან ეს ქვეყნისთვის აუცილებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკი აცხადებს.
„უმრავლესობის სახელით ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ დიდი კითხვის ნიშანი და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს იმის, რომ არჩევნები არ წარმოადგენს ჩვენი ოპონენტების ინტერესს. მათი ინტერესია, დესტრუქცია და იმ სცენარის განვითარება, რასაც მიხეილ სააკაშვილი, პრაქტიკულად ბრალდებული ადამიანი, თავის მოკავშირე პარტიებს მოუწოდებს. მათი ამოცანა ეს არის, რასაც სჯობს, არჩევნები, შეთანხმება, სტაბილურობა და სიწყნარე. ამ ვითარებაში, მათ გამარჯვების პერსპექტივა არ გააჩნიათ“, – აცხადებს ვოლსკი.






















