
არჩევნების დღე საერთო ჯამში იყო მშვიდი და წყნარი, ასევე კარგად ორგანიზებული, თუმცა კარგი საარჩევნო მართვა არის მხოლოდ მონეტის ერთი მხარე, – ამის შესახებ ევროსაბჭოს კონგრესის წარმომადგენელმა დავიდ ერეიმ ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის სადამკვირვებლო მისიის შემაჯამებელ კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის დელეგაცია გუშინ მთელი ქვეყნის მასშტაბით აკვირდებოდა არჩევნებს და აღნიშნა, რომ არანაირი მკვეთრი ხარვეზი არ ყოფილა დაფიქსირებული ხმის მიცემის დროს.
„დელეგაცია გუშინ ცხრა რეგიონში აკვირდებოდა არჩევნებს. საერთო ჯამში, ჩვენ 120 საარჩევნო უბანს ვესტუმრეთ მთელი ქვეყნის მასშტაბით. აგრეთვე, ჩვენ დავაკვირდით ხმების დათვლის პროცესს თბილისში მდებარე რამდენიმე საარჩევნო უბანზე. საერთო ჯამში, იყო მშვიდი საარჩევნო დღე, გარდა რამდენიმე შეუსაბამობისა, რომელიც უკავშირდება საარჩევნო პუნქტის მოწყობას, თუმცა არანაირი მკვეთრი ხარვეზი არ ყოფილა დაფიქსირებული ხმის მიცემის პროცესის დროს დამკვირვებლების მიერ.
რამდენიმე საარჩევნო უბანი შედარებით მცირე იყო და ზოგიერთ უბანზე წარმოდგენილი იყო დამკვირვებლების მცირე რაოდენობა, ზოგან კი, დიდი რაოდენობა. ეს განსაკუთრებით აისახა ხმების დათვლის პროცესზე.ჩვენმა ზოგიერთმა დამკვირვებელმა შეგვატყობინა პერიმეტრის რადიუსის დარღვევის შესახებ საარჩევო უბნის მიმდებარედ. თუ შევადარებთ წინა არჩევნებს, აქაც ორივე პარტიის წარმომადგენლები და მოქალაქე დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილი. ასევე ჩვენი აზრით, აქ იყვნენ აფილირებული წევრები, ასევე წარმოდგენილი იყო არასამთავრობო ორგანიზაციები. არჩევნების დღე საერთო ჯამში იყო მშვიდი და წყნარი, ასევე კარგად ორგანიზებული. თუმცა კარგი საარჩევნო მართვა არის მხოლოდ მონეტის ერთი მხარე“, – აღნიშნა დევიდ ერეიმ.
ასევე ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები






















