16:52 | 2020-06-01 ავტორი: Prime Time

არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ – კობახიძე ოპოზიციის შესახებ საუბრობს

არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ – კობახიძე ოპოზიციის შესახებ საუბრობს

ისინი ამ არჩევნებში მარცხისთვის არიან განწირული. შესაბამისად, ისინი გადართული არიან დესტრუქციაზე – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„მათემატიკურად ეს ცვლილებები აწყობს ოპოზიციას, რადგან ამ ცვლილებებით მიიღებენ მეტ მანდატს ვიდრე მიიღებდნენ 77/73-ზე მოდელის შემხვევაში.

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა იწყება
2020-06-01საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა იწყება

თუმცა რეალობაა ისიც, რომ ისინი ხედავენ, არჩევნებს მათთვის აზრი აქვს დაკარგული, ისინი ამ არჩევნებში მარცხისთვის არიან განწირული. შესაბამისად, ისინი გადართული არიან დესტრუქციაზე. გიორგი რურუა არის საბაბი, მიზეზი ისაა, რომ არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ.

 

ერთი არის 12%-იანი, მეორე – 3%-იანი პარტია. ასეთ პირობებში მათთვის არჩევნებმა აზრი დაკარგა.

 

ჩვენ 8 მარტის შეთანხმებით ორი ვალდებულება ავიღეთ: ერთი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ყველამ მხარი უნდა დავუჭიროთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მეორე გულისხმობს იმას, რომ არავინ უნდა განახოეციელოს მართლმსაჯულების პოლიტიზირება.

 

როცა ოპოზიცია ითხოვს სასამართლოზე ზეწოლას, ეს არის ზუსტად მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზირება. ეს ნიშნავს, რომ ოპოზიცია არღვევს შეთანხმების ორივე ნაწილს, ჩვენ ვასრულებთ ორივე ნაწილს“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოლიტპატიმრების ძებნას დავიწყებთ და თუ ვიპოვით... - ირაკლი კობახიძე
2020-03-17პოლიტპატიმრების ძებნას დავიწყებთ და თუ ვიპოვით... - ირაკლი კობახიძე

 

დღეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებისგან დაკომპლექტებული საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის პირველი შეხვედრა გაიმართა.

კომისია 9 წევრისგან დაკომპლექტდა, თუმცა ოპოზიცია შეხვედრას არ დაესწრო. საპარლამენტო უმცირესობის წევრების მოთხოვნა უცვლელია – გიორგი რურუას გათავისუფლება.

 

ავტორი: Prime Time

X