
მიხეილ სააკაშვილმა „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში საკუთარ გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ არჩევნებზე ის საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
„მე პირადად ამ არჩევნებზე ჩავალ საქართველოში. იგივე მოგიწოდებთ უცხოეთში მყოფ ქართველებს, არჩევნების დღეებში აიღეთ შვებულება, გადადეთ დრო და საშუალებები და ხმელეთით, ჰაერით, წავიდეთ ყველა ერთად საქართველოში“, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და ციხეში წასვლა არ აშინებს.
ასევე დაგაინტერესებთ:






















