13:39 | 2021-04-14 ავტორი: Prime Time

არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ გახარიამ ოპოზიციის ადგილი დაიკავოს – „უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება“

არჩილ თალაკვაძე არ გამორიცხავს, რომ გახარიამ ოპოზიციის ადგილი დაიკავოს – „უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება“

გახარიას გუნდის წევრების მიერ უმრავლესობის დატოვებას პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ეხმაურება.

 

თალაკვაძის თქმით, მიმდინარე პროცესები უფრო მეტად ოპოზიციისთვისაა სანერვიულო, რადგან მათ თავისი ადგილი დაკარგეს პოლიტიკაში და შესაძლოა, მათი ადგილი გახარიამ დაიკავოს.

 

“ვფიქრობ, ამ ვითარებაში უფრო მეტი სანერვიულო ოპოზიციას ექნება, რომელმაც უარი თქვა, ყოფილიყო ოპოზიცია პარლამენტში, აირჩია ქუჩა. ქუჩის პროექტი არის გაკოტრებული, ვინაიდან საზოგადოება კვლევებში ამას მხარს არ უჭერს, ამიტომ პოლიტიკაში ასე ხდება, როდესაც ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა, ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია, ამას გვიჩვენებს შემდეგი პროცესები.“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

გახარიას გუნდის წევრებმა პარლამენტში უმრავლესობა დატოვეს
2021-04-14გახარიას გუნდის წევრებმა პარლამენტში უმრავლესობა დატოვეს

 

ცნობისთვის, გახარიას გუნდის წევრებმა პარლამენტში უმრავლესობა დატოვეს.

 

პარტია დატოვეს გიორგი ხოჯევანიშვილმა, ანა ბუჩუკაურმა, ბექა ლილუაშვილმა, ალექსანდრე მოწერელიამ, მიხეილ დაუშვილმა და შალვა კერესელიძემ.

 

როგროც გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ისინი გიორგი გახარიას გუნდის წევრები არიან და მასთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებით გადადიან ახალი პარტიის მშენებლობაზე.

 

ავტორი: Prime Time

X