
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, ულოცავს ყველას, ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს.
„ქართველ კათოლიკეებს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიასა და ჩვენს სომეხ თანამოქალაქეებს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიასა და მის მრევლს, – ვინც აღდგომას დღეს აღნიშნავს, ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს! თქვენ და თქვენს ოჯახებს სიკეთეს, ჯანრთელობას და სიხარულს გისურვებთ, მრავალს დაესწარით!“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.






















