
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა უკვე დააფიქსირა.
მისი თქმით, მისი პოლიტიკური გუნდი მზად არის ქვეყნის მომავალზე აიღოს პასუხისმგებლობა.
„კარგია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ძალიან ორგანიზებულად დაიწყო დღე, საარჩევნო უბანზე ძალიან მშვიდად და ორგანიზებულად მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს თანამოქალაქეებს და მხარდამჭერებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ, „ქართული ოცნება“ მზად ვართ ქვეყნის მომავალზე ავიღოთ პასუხისმგებლობა და ყველა ჩვენს მხარდამჭერს მოვუწოდებ მაქსიმალური აქტიურობისაკენ, ვინაიდან ჩვენი ხმა განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. დარწმუნებული ვარ როგორც დედაქალაქში, ასევე საქართველოს მასშტაბით, მეორე ტურებში ჩვენი თანაგუნდელები დამაჯერებლად გაიმარჯვებენ.“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















