
პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის დაცვას კორონავირუსი დაუდასტურდა.
პარლამენტის თავმჯდომარეს და მის ოჯახის წევრებს უკვე ჩაუტარდათ PCR ტესტირება, პასუხი უარყოფითია.
ინფორმაციას ადასტურებს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური.
„პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში“,- აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
პარლამენტის თავმჯდომარე და მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში არიან.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის დამლაგებელსაც, უცნობია არის თუ არა თალაკვაძის დაცვის წევრი აღნიშნული ინფიცირებულის კონტაქტი.























