
არგენტინელები ამბობენ, რომ მათ ცაზე ღვთისმშობელი გამოისახა. ფოტოს Daily Mail-ი ავრცელებს.
გარკვეული ფორმის ფიგურა ცაზე ქალაქ სან-კარლოსში დაახლოებით 5 საათზე შენიშნეს. მოქალაქემ, რომელმაც ეს ფოტო გადაიღო თქვა, რომ ცაზე ჯერ ცისარტყელა გამოჩნდა, შემდეგ კი ფიგურა, რომელიც ღვითისმშობელს ჰგავდა.

არგენტინელ მორწმუნეებს სჯერათ, რომ ღვითსმშობელი მარიამი პანდემიის კრიზისის დროს ადამიანებს მფარველად მოევლინა.






















