16:34 | 2021-09-27 ავტორი: Prime Time

არღვევს თუ არა ამირან გამყრელიძე რეგულაციებს – ფოტოები

არღვევს თუ არა ამირან გამყრელიძე რეგულაციებს – ფოტოები

2021 წლის 25 სექტემბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად ველისციხეში ვაქცინაციის ცენტრი მოინახულა და მოსახლეობას შეხვდა.

 

„სტუდია მონიტორს“ წყარომ მიაწოდა ფაქტის ამსახველი ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები „მარან ველისციხურში“ სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში სკამების საზურგეებს შორის მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განაცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანები აცრილები არიან და ღია სივრცეში მოქმედ რეგულაციებს არ არღვევენ.

 

 

ასევე, ნახეთ ვიდეო ⇓ განახლდება თუ არა სწავლა 4 ოქტომბრიდან

 

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X