
„არიან ადამიანები, ვინც მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობისა, ალბათ დაკარგავენ სამსახურს, იმიტომ, რომ ეს ასეა. თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას“,- ამის შესხებ ეკონომიკის მინისტრმა, ნატია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, არავინ იცის, რა დროს წაიღებს ვირუსთან ბრძოლა.
„ჩვენ შევდივართ კრიზისში და ყოველ შეთხვევაში, ვიდრე ეკონომიკა არ ამოიქოქება იგივე დონეზე, რაზეც იყო კრიზისამდე, იქნება დროებითი სირთულეები და კარგად ვიცით, რომ ეს დაარტყამს დასაქმებულებსაც.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კომპანია იჩენს მაქსიმალურ პასუხისმგებლობას და ცდილობს, რომ დასაქმება შეინარჩუნოს, მაგრამ ეს ყოველთვის ვერ მოხერხდება.
თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება, განსაკუთრებით ეკონომიკური, არის პასუხისმგებლიანი მთავრობის გადაწყვეტილება, ეყრდნობა გათვლებს და რესურსების სწორ მართვასა. ჩვენ ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო, არ ვიცით ბოლომდე, რა დროს წაიღებს ვირუსთან ბრძოლა და ამ პრობლემის გადალახვა.
ის, რომ საბოლოო ჯამში, ყველა გადავლახავთ, ამაში დარწმუნებულები ვართ, მაგრამ ჩვენ უნდა მოვემზადოთ პროცესისთვის, რაც ნიშნავს რესურსების უზრუნველყოფასა და სწორ მართვას. აქედან გამომდინარე, ეს ღონისძიება იქნება მიღებული სწორ დროს, სწორი პასუხისმგებლიანი ნაბიჯებით”, – განაცხადა მინისტრმა.
ასევე, თურნავამ განმარტა, რა შემთხვევაში ექნება უფლება კომპანიას აწარმოოს ონლაინ გაყიდვები.
ასევე, ნახეთ, როდის შეძლებენ სამშენებლო კომპანიები საქმიანობის გაგრძელებას.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.






















