
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან არცერთის მდგომარეობა არ არის კრიტიკულად მძიმე,- ამის შესახებ საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
მისი თქმით, ახალი დადასტურებული შემთხვევიდან, კორონავირუსი საავადმყოფოს არცერთ მედიკოსს არ უდასტურდება..
„რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 69 პაციენტი, აქედან 29 არის დადასტურებული ინფექციით. დანარჩენები არიან კვლევის ფაზაში.
დღეს ორი პაციენტი დაგვემატა, თუმცა გუშინ შემოყვანილი პაციენტებიდან, ვისაც ტესტირება ჩაუტარდა, კიდევ 8 პაციენტს დაუდასტურდა. თანდათანობით იმატებს მათი რიცხვი ჩვენთან.
საბედნიეროდ, არცერთი მათგანი არ არის კრიტიკულად მძიმე. რამდენიმეს აღენიშნება მძიმე პნევმონია და მიმდინარეობს მკურნალობა. მხოლოდ ერთი 16 წლის პაციენტი გვყავს“,- განაცხადა ლევან გოფოძემ.
მისივე თქმით, მათთან კლინიკა „თიმის“ ორი ექიმია მოთავსებული, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.
ბოლო მონაცემებით:
- გარდაცვლილია სამი ადამიანი.
- საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ატასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















