
არის თუ არა გლდანის ნომერ მე-18 დაწესებულება მზად, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი მიიღოს?! – აღნიშნულ საკითხს რეგულირების სააგენტო კიდევ ერთხელ შეისწავლის და დასკვნას უახლოეს პერიოდში გაასაჯაროებს.
ყოფილი პრეზიდენტის გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა მართებულად არ მიაჩნია სახალხო დამცველს. ციხის საავადმყოფოში გადასვლაზე უარს ამბობს თავად სააკაშვილიც.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სპეციალისტების კონსილიუმი რეგულარულად აფასებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას.
“ჯანდაცვის სამინისტრო ჩართულია ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვაში იმ მხრივ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ექსპერტები არიან შერჩეულნი კონსილიუმში მონაწილეობისთვის.
კონსილიუმი რეგულარულად აფასებს მის მდგომარეობას, მისი პირადი ექიმის და ასევე პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის სპეციალისტების მითითების საფუძველზე.
ჩვენ მზად ვართ, რომ რეკომენდაციები, რომლებსაც გასცემენ კონსილიუმის ექიმები გავითვალისწინოთ და მოხდეს მაქსიმალურად ექსპერტების მობილიზება,” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























