
ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საუბრობს.
მისის თქმით, COVID-19- თან მიმართებაში ეს პრაქტიკა არაეფექტურია.
“ძალიან ბევრი იმუნოლოგი, ინფექციონისტი ფიქრობს, რომ ჯოგური იმუნიტეტი არის საუკეთესო გამოსავალი, მეც ვისწავლე და ვასწავლე ჩემს სტუდენტებს, რომ ჯოგური იმუნიტეტი ზოგ ვირუსთან მიმართებაში ძალიან კარგია, თუმცა კოვიდთან გამოსავალი არ არის.
შვედეთი, ბრაზილია და ნაწილობრივ ინდოეთიც წავიდა ამ მიმართულებით, შედეგი რა მივიღეთ?! მაღალი სიკვდილიანობა შვედეთში, ბრაზილიაში მივიღეთ ბრაზილიური შტამი და ინდოეთში ინდური შტამი, ანუ ჯოგურმა იმუნიტეტმა პრაქტიკულად აჩვენა, რომ ეს ვირუსი არის ვერაგი და სხვანაირი. ჯოგური იმუნიტეტი გამოსავალი არ არის” – ამბობს ლაივჩართვაში გიორგი ფხაკაძე.
ნახეთ ვიდეო
ასევე დაგაინტერესებთ:






















