
გეგმევას თუ არა ქართული მხარე საქართველოს ყოფილი პრემიერის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებას და არსებობს თუ არა შანსი, რომ ექსპრემიერის, გიორგი გახარიას ფარულ ჩანაწერებთან კავშირი დადასტურდეს, ამ და სხვა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმთან“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი საუბრობს:
– ბატონო გია, თქვენ განაცხადეთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან კავშირშია, რაც საკმაოდ მძიმე სამართლებრივი ბრალდებაა. რა საფუძველი გაქვთ, როცა ასეთ განცხადებას აკეთებთ?
-გიორგი გახარია პირველი პირი იყო, მას საკადრო პოლიტიკაცეზეც გავლენა ჰქონდა. აუცილებელი არ არის, რომ ეს ყველაფერი წინასწარ გქონდეს დაგეგმილი, მაგრამ როდესაც აშკარად ხედავ, რომ გახარია „ნაცმოძრაობის“ ავანგარდში ჩადგა და გარკვეულწილად, მელიას დანამატად იქცა, მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ მან პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ამ ყველაფრის განსახორციელებლად თავისი რესურსი გამოიყენა, ეს არის მოსაზრება, რასაც დადასტურება ან უარყოფა სჭირდება, ამას გამოძიება გააკეთებს.
– ფიქრობთ, რომ ექსპრემიერი პირდაპირ კავშირშია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და კერძოდ, კი მიხეილ სააკაშვილთან?
– თუ გავითვალისწინებთ, რომ სააკაშვილი-გახარია საზღვარგარეთ ერთ სასტუმროში აღმოჩდნენ და რომ მათი განცხადებები თანხვედრაშია, ეს საკითხი კითხვის ნიშანსაც არ იწვევს. გახარია სააკაშვილის პოლიტიკური მოკავშირეა. გახარია ყველა ნაბიჯს სააკაშვილთან ათანხმებს. მან სააკაშვილთან შეათანხმა ის, რომ თბილისის მერობისთვის ებრძოლა. უარესია, თუ თვითონ მოუვიდა აზრად, რომ მელიას არჩევნებში დახმარებოდა.
– თქვენმა ერთ-ერთმა თანაგუნდელმა ირაკლი კობახიძემ ექსპრემიერს „კოკაინშიკი გახარია“ უწოდა. თქვენც ფიქრობთ, რომ ის ნარკოტიკების მომხმარებლია?
– დიახ, საფუძვლიანი ეჭვი მაქვს. გახარია ავსტრიაში წავიდა და თმის ღერი ჩააბარა, რაც არ იძლევა იმ შედეგს, რასაც ბიოლოგიური მასალა. ამასთან, ძალიან საეჭვო იყო მისი გალაშქრება სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროზე, რომელიც არ არის მხოლოდ სახელმწიფოს დაკვეთების შემსრულებლი, მისი საერთაშორისო ავტორიტეტი ურყევია. ამ ყველაფერიდან დასკვნსაც გამოიტანთ, ამ კაცმა ნარკოტესტს თავი აარიდა, რაც ძალიან საეჭვოა.
– საქართველოს ყოფილ პრეზიდენზე მიხეილ სააკაშვლზევ გკითხავთ, ხომ არ განიხილავს ქართული მხარე მისი ექსტრადირების საკითხს?
– საკმაოდ სამართლებრივი წინააღმდეგობა აქვს ამ თემას, ეს არის უკრაინის მოქალაქეობა. სააკაშვილის ექსრადირება ვერ განიხილება, რადგან მოქალაქეობა იცავს ექსტრადირებისგან, თუმცა ვნახოთ, მომავალში როგორ განვითარდება ვითარება.
როცა სააკაშვილის მამლაყინწურ განცხადებებს ვისმენ საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, იმ წუთში მახსენდება, როგორ მიატოვა მან გორში საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ არა დაცვა, კიდევ უფრო შორს გაიქცეოდა, ეს არის რეალობა. იგი არის შემოქმედი სადისტური მართვის რეჟიმის. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც ქმნიდა მეგის ქარდავასნაირ ტიპებს, ისინიც მისი მსხვერპლნი არიან.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე
ასევე დაგაინტერესებთ:






















