17:16 | 2021-09-30 ავტორი: Prime Time

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე მოსე, ემიგრანტებისთვის? – გია ხუხაშვილი

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე მოსე, ემიგრანტებისთვის? – გია ხუხაშვილი

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლაზე ვნებათაღელვა ჯერ კიდევ არ ცხრება. ექს-პრეზიდენტის მიერ ყოველ დაანონსებულ შესაძლო ჩამოსვლაზე, ემიგრანტების ნაწილი აცხადებს, რომ ქვეყანაში სწორედ სააკაშვილთან ერთად დაბრუნდება.

 

დღეს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ემიგრანტის ლექსი გავრცელდა. მან სააკაშვილს „ემიგრაციის მოსე“ უწოდა.

 

 

არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი თანამედროვე მოსე?! – ამ კითხვით ექსპერტ გია ხუხაშვილს მივმართეთ.

 

ხუხაშვილის განმარტებით, ლექსები ბიძინა ივანიშვილისთვისაც მიუძღვნიათ, თუმცა, ახლა პარიტეტის დაცვის მიზნით, საჭიროა, კიდევ მიუძღვნან.

 

„როდესმე შეიძლება ჰყავდეს ქვეყანას მოსე, რომელმაც სამშობლოში დააბრუნა ხალხი. ოდესღაც, იმედი მაქვს, რომ ასეთი ლიდერი საქართველოში გამოჩნდება. ჯერჯერობით, ვინც გვყავდა უახლოეს ისტორიაში, ყველა ანტიმოსე იყო. მმართველობის პერიოდში პირიქით, გარბოდნენ. იმედია, ოდესმე გვეყოლება ისეთიც, რომელიც ყველა ქართველს უკან დააბრუნებს.

 

მოსე მოგეხსენებათ, მისტიური ავტორიტეტია, ყოველთვის ვამბობდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ერთგვარი რელიგიაა, ორივეს თავისი ღმერთი და კერპი ჰყავს, შესაბამისად, გასაკვირი არაფერია“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

 

ავტორი: Prime Time

X