
სოციალური ქსელის მომხმარებელმა პაატა შარაშენიძემ გუშინ პირად გვერდზე დაწერა, რომ იაშვილის კლინიკაში ნაწლავური ინფექციით ეშერიახი კოლი, იაშვილის კლინიკაში 17 ბავშვი მკურნალობს და მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
“პრაიმტაიმი” იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორს ივანე ჩხაიძეს დაუკავშირდა.
– ბატონო ივანე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ იაშვილის კლინიკაში 17 ბავშვი არის მოტავსებული, რომლებსაც ნაწლავური ინფექცია აქვს, მართალია?
– მეც წავიკითხე ეს ინფორმაცია და რაღაც არასწორად წერია. იაშვილის კლინიკაში, ნაწლავური ინფექციის მქონე ბავშვები არ მკურნალობენ. ისინი აქ მხოლოდ იმ შემთხვევაში ხვდებიან, თუ გართულდა ნაწლავური ინფექცია, ანუ განვითარდა თირკმლის უკმარისობა.
ასეთ შემთხვევაში ბავშვებს სჭირდებათ დიალეზი, ანუ ხელოვნური თირკმელი, ზოგს სამი, ზოგს ათი, მდგომარეობას გააჩნია და ამის შემდეგ, ისინი უბრუნდებიან ჩვეული ცხოვრების რიტმს.
– დიალეზზე მყოფი ბევრი პაციენტი გყავთ ამჯერად კლინიკაში?
– ჰემოლიზურ განყოფილებაში 12 პაციენტის ადგილია და 17 როგორ გვეყოლება. ნაწლავური ინფექციის გავრცელება, ზაფხულში უფრო ხშირია, იმიტომ რომ ეს არის სეზონური ინფექცია და არანაირი ეპიდ-აფეთქება არ გვაქვს.
რაც შეეხება ბათუმს და იმას, რომ თითქოს წყალი გადაყლაპეს ბავშვებმა, ზოგიერთი საერთოდ არ ჩასულა ზღვაში, ისინი არც კი იცნობენ ერთმანეთს და შესაბამისად, რამ გამოიწვია ვერაფერს ვიტყვი. ზაფხულში ბავშვების უმეტესობა ძირითადად ბათუმში არის თავმოყრილი და ამიტომაც არის უმეტესი მათგანი ბათუმიდან.






















