15:54 | 2020-06-04 ავტორი: Prime Time

არის თუ არა ნიღბის ტარება ჯანმრთელობისთვის სახიფათო?! – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

არის თუ არა ნიღბის ტარება ჯანმრთელობისთვის სახიფათო?! – ხათუნა ზახაშვილის განმარტება

არის თუ არა დიდი დროით ნიღბის ტარება ჯანმრთელობისთვის საშიში და იწვევს თუ არა გართულებებს?!

 

ამის შესახებ ზახაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობაა არაა ვალდებული ნიღაბი მუდამ ეკეთოს.

 

მისივე თქმით, ეს მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე იქნება აუცილებელი.

 

როგორ გამოვიყენოთ სამედიცინო ნიღაბი სწორად
2020-02-03როგორ გამოვიყენოთ სამედიცინო ნიღაბი სწორად

 

„არავინ სთხოვს ადამიანებს მუდმივად ეკეთოთ ნიღბები. არსებობს გარემოებები, როდესაც მათ ეუბნებიან, რომ ამ გარემოებაში აუცილებელი უნდა იყოს მისი გამოყენება.

 

ყოველთვის აღვნიშნავთ, რომ ნიღბის გამოყენებას აქვს გარკვეული წესები.

 

თუ ამ წესებს დავიცავთ, მაშინ ნიღბის გამოყენება რისკის მომცველი არ იქნება. სწორად გამოყენებული ნიღაბი მოგვცემს გარანტიას იმისას, რომ დაავადების გავრცელებაზე მოვახდენთ ზემოქმედებას და ყველამ უნდა ავითვისოთ ის ელემენტალური წესები, რასაც ნიღბის გამოყენება ჰქვია“, – განმარტა ზახაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ავტორი: Prime Time

X