19:16 | 2020-12-06 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

არის თუ არა პატრიარქი კარანტინში – რას ამბობს მკურნალი ექიმი

არის თუ არა პატრიარქი კარანტინში – რას ამბობს მკურნალი ექიმი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა განაცხადა, რომ პატრიარქი მკაცრ კარანტინშია. „პრაიმტაიმმა“ დეტალების გარკვევა მის მკურნალ ექიმთან, ცისანა შარტავასთან სცადა.

 

„კარანტინში არ არის, წირვა-ლოცვასაც იშვიათად ატარებს. მის ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით და სწორედ ამიტომ“, – განცხადა ექიმმა.

 

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, პატრიარქი პარლამენტის პირველ სხდომას სავარაუდოდ, ვერ დაესწრება.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X