10:47 | 2020-11-04 ავტორი: Prime Time

არის თუ არა სამედიცინო ნიღბების საჭირო რაოდენობა სააფთიაქო ქსელებში 

არის თუ არა სამედიცინო ნიღბების საჭირო რაოდენობა სააფთიაქო ქსელებში 

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება, ხოლო კანონის დამრღვევი 20 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

 

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, არის თუ არა სამედიცინო ნიღბების საჭირო მარაგი ჩვენს სააფთიაქო ქსელებში.

 

პირბადის ტარებასთან დაკავშირებით მიღებულია მნიშვნელოვანი ცვლილება - ხვალიდან, დარღვევის შემთხვევაში, 20 ლარით დაჯარიმდებით
2020-11-03პირბადის ტარებასთან დაკავშირებით მიღებულია მნიშვნელოვანი ცვლილება - ხვალიდან, დარღვევის შემთხვევაში, 20 ლარით დაჯარიმდებით

 

„ავერსი“, „პსპ“, „ჯპს“, „ფარმადეპო“, „იმპექსი“ – ეს იმ აფთიაქების ჩამონათვალია, სადაც პირბადეების მარაგის გადამოწმება ვცადეთ. აღმოჩნდა, რომ 3-შრიანი პირბადე, რომელიც როგორც ცნობილია, ყველაზე კარგად გვიცავს, ხელმისაწვდომია და 1 ცალის ღირებულება 40 თეთრს შეადგენს. ასევე, ხელმისაწვდომია რესპირატორი პირბადე, რომელის ღირებულებაც 7-დან 8-ლარამდე მერყეობს.

 

 

ავტორი: Prime Time

X