
არქიმანდრიტი, თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მღვდელმსახური იერონიმე ქათამაძე ავრცელებს.
როგორც იგი ამბობს, გარდაცვლილის ძმასაც ვირუსი აქვს და ამ წუთებში სიკვდილს ებრძვის.
„ძალიან სამწუხარო ამბავი…
46 წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და თანამწირველი ქრისტეში, არქიმანდრიტი თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური.
სამწუხაროდ მამა თეოლოგი არ იყო აცრილი და საავადმყოფოში მკურნალობაზეც მკაცრი უარი განაცხადა, გუშინ დილით კი ღვთივგანისვენა.
ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.
პ.ს: მისი ძმა, ასევე არქიმანდრიტი ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის…“,- წერს იერონიმე ქათამაძე.
ნახეთ სახვა სიახლეები და ვიდეოები:






















