17:24 | 2020-09-02 ავტორი: Prime Time

არსებულ ეპიდვითარებას შეგვიძლია დავარქვათ მეორე ტალღა – ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე

არსებულ ეპიდვითარებას შეგვიძლია დავარქვათ მეორე ტალღა – ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე

საქართველოში 16 აპრილის შემდეგ, კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ბოლო 14 საათში ვირუსით 38 ადამიანი დაინფიცირდა.

 

უნდა გამოვფხიზლდეთ, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძოთ და...- კულუმბეგოვი მოსახლეობას მიმართავს
2020-07-22უნდა გამოვფხიზლდეთ, შესაძლოა, ერთ მშვენიერ დღეს გავიღვიძოთ და...- კულუმბეგოვი მოსახლეობას მიმართავს

 

ვირუსის გავრცელების ასეთი დინამიკა ინფექციონისტთა ნაწილს ეჭვს უჩენს, რომ ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაიწყო. ამის შესახებ პრაიმტაიმნიუსთან საუბრისას ინფექციონისტმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

 

„ჩვენ შეგვიძლია, ქვეყანაში არსებულ ვითარებას მეორე ტალღა დავარქვათ, რადგან ასეთი რაოდენობა ბოლო თვეების განმავლობაში ჯერ არ ყოფილა. მთავარი არის, რომ ჯანდაცვის სისტემას ეყოს პაციენტების მიღების რესურსი და პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არ იყოს მძიმე.

 

იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული ადამიანი ასე თავისუფლად იპარპაშებს ჯანმრთელ ადამიანებთან ერთად, ეს არასახარბიელო შედეგს მოიტანს. შესაძლოა, ერთმა ადამიანმა 10 ადამიანი დააინფიციროს, ამიტომ რეკომენდაციების დაცვას რამხელა მნიშვნელობა ენიჭება, ხვდებით“,- განაცხადა ხმალაძემ.

 

ინფორმაციისთვის, დღეს კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი – 38 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  დაახლოებით ასეთი მაჩვენებელი დაფიქსირდა 16 აპრილს, როცა ინფიცირებულთა რაოდენობამ 42-ს მიაღწია.

 

ასევე, ნახეთ – სად დაფიქსირდა 38 ახალი შემთხვევა. 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ავტორი: Prime Time

X