
მას შემდეგ, რაც მოდელმა და ტელეწამყვანმა ალექსანდრე პაიჭაძემ პირადი ცხოვრება გაასაჯაროვა და ბიზნესმენ დავით კოდუასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა, საზოგადოებაში ამ ამბის ირგვლივ ამტყდარი ვნებათაღელვა არ ცხრება. ნაწილი მას ბედნიერებას უსურვებს, ნაწილი კი ანგარებისკენ მიანიშნებს. ცოტა ხნის წინ მოდელმა მორიგი Instagram-სთორი გაოაქვეყნა, სადაც გოგოებს მიმართავს.
„ერთს გეტყვით გოგოებო, არც ასაკი აქვს სიყვარულს და არცერთი ლიმიტი, გვიყურეთ ბევრი წელი და ისწავლეთ! ფსკერის კამბალებს კიდევ არაფერი გეშველებათ. რისიც გჯერათ, მხოლოდ ის მოგსვლოდეთ ცხოვრებაში“, – წერს პაიჭაძე.

ნახეთ წყვილის ვიდეო:
ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები






















