13:43 | 2021-08-19 ავტორი: თეონა ყაჭიური

„არც ერთი ადგილი აღარ არის კლინიკაში“ – რა მდგომარეობაა ინფექციურ საავადმყოფოში 

„არც ერთი ადგილი აღარ არის კლინიკაში“ – რა მდგომარეობაა ინფექციურ საავადმყოფოში 

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე, მაია ზალდასტანიშვილი ამბობს, ამ ეტაპზე კლინიკაში არც ერთი თავისუფალი ადგილი არ არის.

 

„მდგომარეობა მძიმეა, ყველა ადგილი გადატვირთულია საავადმყოფოში. მოგეხსენებათ, დღეში საშუალოდ 6 ათასი შემთხვევა ფიქსირდება, რისი აწევაც ჰოსპიტალურ სექტორს ძალიან გაუჭირდება. ამ დილისთვის, არც ერთი ადგილი არ არის კლინიკაში. ველოდებით, თუ ვინმე გაეწერება რომ მძიმე პაციენტი შემოვიყვანოთ“,- აცხადებს მაია ზალდასტანიშვილი.

 

ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით კიდევ 4 921 ადამიანი დაინფიცირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 9.95%-ია.

 

ამასთან, 19 აგვისტოს მონაცემებით ჯამურად ჩატარდა 883 570 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 258 303 ადამიანი.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X