23:25 | 2020-07-27 ავტორი: თამთა თორდია

არც გაბედონ, რომ ჩემი თანდასწრების გარეშე ავტომობილის ექსპერტიზა ჩაატარონ! – მიხეილ რამიშვილის გაფრთხილება

არც გაბედონ, რომ ჩემი თანდასწრების გარეშე ავტომობილის ექსპერტიზა ჩაატარონ! – მიხეილ რამიშვილის გაფრთხილება

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ აცხადებს, რომ მისი თანდასწრების გარეშე მანქანის ექსპერტიზა არ გაბედონ.

 

„რაც შეეხება თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზას, ჩემი თანდასწრების გარეშე და ჩემს მიერ მოთხოვნილი პიროვნება ვინც იქნება ექსპერტი იმის თანდასწრების გარეშე, არც გაიფიქრონ და გაბედონ ექსპერტიზა ჩაატარონ ისე, თუ მე არ ვიქნები დამსწრე. როგორც კი გამოძიება მაგას ჩემს გარეშე გაბედავს და გადადგამს მაგ ნაბიჯს ჩათვალეთ, მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება სახელმწიფოს, ხელისუფლებას, დაეკისრება ყველას.

 

მისი თქმით, ეს იქნება პირდაპირ ყველაფრისკენ მიმართული და სწორედ ავტომობილის დიაგნოსტიკაზე არის დამოკიდებული მომავალი გადაწყვეტილებები.

 

5-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

 

გოგონას სიკვდილის სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება, რომელსაც ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. თამარ ბაჩალიაშვილის მამას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს, რაც იმას ნიშნავს რომ ადვოკატთან ერთად, საქმის მასალების გაცნობას შეძლებს.

 

ასევე ცნობილია, რომ ბაჩალიაშვილის ავტომობილში ექსპერტ-კრიმინალისტებმა გარკვეული სახის მედიკამენტები და წერილი იპოვეს.

 

ავტორი: თამთა თორდია

X