
კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და მოსახლეობას მიმართავს. კომპოზიტორი აღშფოთებულია იმის გამო, რომ გარეთ ხალხს პირბადე არ უკეთია.
„ვუყურებ ხალხს და 60%-ს პირბადე არ უკეთია. ეს არის ყველაზე დიდი უპასუხისმგებლობა. არც მაქვს სიტყვა, რომ რამე დავარქვა. არ მინდა შეურაცხყოფის მიყენება… კიდევ რამე სიტყვა არსებობს რომ ამას დავარქვა?
თუ არ იცრებით თქვენი ნებაა, მაგრამ პირბადე გაიკეთეთ ხალხო. თქვენი უგუნურობის გამო, ერთი უპირბადო ადამიანი აინფიცირებს 7 ადამიანს და პოტენციური მკვლელები რატომ ხართ ხალხო? თუ არ იცრებით, რაც გინდა ის გიქნიათ. პირბადე გაიკეთეთ, მე მოგიტანთ, არ ვიცი რა გავაკეთო. აღარ დაიღალეთ?“,- ამბობს მაია კაჭკაჭიშვილი.
ნახეთ სრული ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ:






















