21:10 | 2021-11-05 ავტორი: სალომე ნეფარიძე

არც უკრაინელ კოლეგასთან და არც პრემიერის დონეზე სააკაშვილის ექსტრადირებაზე კომუნიკაცია არ ყოფილა – ზალკალიანი

არც უკრაინელ კოლეგასთან და არც პრემიერის დონეზე სააკაშვილის ექსტრადირებაზე კომუნიკაცია არ ყოფილა – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და ექსტრადირებასთან  დაკავშირებით უკრაინელ კოლეგასა და ამავე ქვეყნის პრეზიდენტთან არანაირი საუბარი არ ყოფილა.

 

ზალკალიანმა  აღნიშნული კომენტარი გააკეთა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანასა და უკრაინისთვის გადაცემაზე უკრაინაში საგანგებო შეხვედრა შედგა.

 

ზალკალიანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე საუბარი სამართლებრივად ნონსენსია.

 

„ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა... კიდევ უფრო ლამაზი დიპლომატია მინდა“ - პრეზიდენტი
2021-11-05„ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა... კიდევ უფრო ლამაზი დიპლომატია მინდა“ - პრეზიდენტი

 

„არანაირი ოფიციალური არხებით არ მიმიღია მსგავსი შეტყობინება ექსტრადირებასთან დაკავშირებით, ექსტრადირებაზე საუბარი სამართლებრივად ნონსენსია, გამომდინარე იქიდან, რომ ექსტრადირება ხდება მაშინ, როდესაც ამა თუ იმ პირს აქვს ჩადენილი შესაბამისი დანაშაული ქვეყანაში. მოგეხსენებათ, მსგავსი ინფორმაცია ჩვენ არ გვაქვს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი ვარ და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არანაირი მსგავსი კომუნიკაცია არც პრემიერის დონეზე, არც მსგავსი რაღაც საუბარი ჩვენს შორის არ ყოფილა. გიდასტურებთ ამას.

 

უკრაინის ომბუდსმენს ჰქონდა შეხვედრა ჩვენს ელჩთან და მას განემარტა ის მოცემულობა, რა მოცემულობაც არის შექმნილი, რომ სააკაშვილს აქვს ყველა პირობა შექმნილი პენიტენციურ სისტემაში, მიიღოს სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა საერთაშორისო.

 

კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ბოლოს გლაზგოში შევხვდი ჩემს უკრაინელ კოლეგას, ასევე იყო კომუნიკაცია პრეზიდენტსა და პრემიერს შორის და ასეთი სახის თემებზე, რა თემებზეც თქვენ აპელირებთ, არ ყოფილა საუბარი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

ქართული დიპლომატიის დიდმა ძალისხმევამ გაზარდა ჩვენი როლი გლობალურ პოლიტიკაში - ირაკლი ღარიბაშვილი 
2021-11-05ქართული დიპლომატიის დიდმა ძალისხმევამ გაზარდა ჩვენი როლი გლობალურ პოლიტიკაში - ირაკლი ღარიბაშვილი 
  
სისხლიანი დაპირისპირება გორში - დაჭრილია ერთი პირი
2021-11-05სისხლიანი დაპირისპირება გორში - დაჭრილია ერთი პირი

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X