23:50 | 2020-11-30 ავტორი: Prime Time

არცერთ პოლიციელს არ ჩამოუვარდება თმის ღერი – ტიტე აროშიძე

არცერთ პოლიციელს არ ჩამოუვარდება თმის ღერი – ტიტე აროშიძე

„მოწოდებები, რომელიც გავრცელდა სოციალური ქსელით, პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მინდა პირადი პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არცერთ პოლიციელს არ ჩამოუვარდება თმის ღერი, ყველა უკანონობა, პოლიციელისკენ აღმართული ხელი, იქნება დასჯილი“,- ამის შესახებ მმართველი პარტიის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, ტიტე აროშიძემ, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ ისაუბრა.

 

„პოლიციელი ასრულებს სახელმწიფოს კანონიერ ქმედებას და იცავს ქვეყანაში კონსტიტუციას, შესაბამისად არავის არ აქვს უფლება ისაუბროს პოლიციელზე“,- განაცხადა აროშიძემ.

 

შეგახსენებთ, აჭარაში, ოპოზიციის ადგილობრივი წარმომადგენელი ასლან ვაშაყმაძე, პოლიციელებს ემუქრება.

 

სკანდალურ „ფეისბუქ” ლაივში ვაშაყმაძე თანამოაზრეებს მოუწოდებს სამართალდამცველებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

 

ოქრუაშვილის პარტიის წევრი – პოლიციელი უნდა დავითრიოთ, დავჩეხოთ და თავი დავუჩეჩქოთ

ავტორი: Prime Time

X