
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს თამარ ჩუგოშვილს პასუხობს.
თალაკვაძე საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანხმების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ პატიმრების გათავისუფლების შესახებ მმართველი გუნდსა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შორის არ ყოფილა.
„მესმის, რომ ყველა ნერვიულობს ამ საკითხზე, მათ შორის თამარ ჩუგოშვილიც, მაგრამ მე გარწმუნებთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც ერთ შეხვედრაზე ჩვენგან მას ასეთი პირობა არ მოუსმენია.
დიახ, ყველა შეხვედრაზე ოპოზიცია აყენებდა საკითხს უგულავას, ოქრუაშვილსა და რურუას შესახებ, 4-ვე მოლაპარეკბის დროს გაჟღერდა ეს საკითხი, ოთხივე შემთხვევაში მათ მიიღეს მკაფიო პასუხი, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება არ და ვერ იქნებოდა ამ შეთანხმების ნაწილი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ 8 მარტის შეთანხმება საკონტიტუციო ცვლილებების გარდა გულისხმობდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე გარკვეული რეაგირების აუცილებლობას.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მოდელზე შეთანხმება მმართველ გუნდსა და ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შორის 9 მარტს შედგა.
ოპოზიციური პარტიები, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ითხოვენ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, შეთანხმებასთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩაატარა:
პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არ დაუდია – არჩილ თალაკვაძე
დაიღალნენ ჩვენი უცხოელი მეგობრები! – თალაკვაძე ფასილიტატორ ელჩებს თხოვნით მიმართავს
ცვლილებების ჩაგდება ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება – თალაკვაძე
თალაკვაძის განცხადება იყოს სიცრუე! – ოპოზიცია „ოცნებას“ პასუხობს






















