20:48 | 2021-10-20 ავტორი: Prime Time

არცერთი თავმოყვარე ქალი გამარჯობასაც არ უნდა გეუბნებოდეს… ამას როგორ უშვებ? – მარიამ კუკუნაშვილი დათო კოდუას მიმართავს

არცერთი თავმოყვარე ქალი გამარჯობასაც არ უნდა გეუბნებოდეს… ამას როგორ უშვებ? – მარიამ კუკუნაშვილი დათო კოდუას მიმართავს

სულ რამდენიმე დღეა, რაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მოდელი ალექსანდრა პაიჭაძე და ბიზნესმენი დათო კოდუა ერთად არიან და ამ ამბავს დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. პაიჭაძე-კოდუას წყვილი აქტუალობას არ კარგავს, მათზე საუბრობენ საზოგადოებისთვის ცნობილი და უცნობი ადამიანები, გამონაკლისი არც სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლია, რომელიც წყვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა.

 

ის ალექსანდრა პაიჭაძეს აკრიტიკებს და წერს, რომ ქალები ძალადობის წამხალისებლები არ უნდა იყვნენ, ხოლო დათო კოდუას საკმაოდ უწმაწური სიტყვებით იხსენიებს…

ქათმები გვყავს და გვინდა, სხვა ცხოველებიც გვყავდეს... - როგორ ცხოვრობს ლელა მებურიშვილი ქალაქგარეთ
2021-10-20ქათმები გვყავს და გვინდა, სხვა ცხოველებიც გვყავდეს... - როგორ ცხოვრობს ლელა მებურიშვილი ქალაქგარეთ

 

“დიდი ბოდიში ალექსანდრასთან, კარგის მეტი არაფერი მინდა არცერთი ქალისთვის, მაგრამ ეს რომ არ დავწერო არ შემიძლია. ქალები ქალებს ცუდად არ უნდა ექცეოდნენ, სიყვარულს არ უნდა უნგრევდნენ, ქალების მოტყუებას და ძალადობას არ უნდა ახალისებდნენ. მახინჯი ხარ და სარკეში ჩაიხედეო, არ უნდა ეუბნებოდნენ…

 

კოდუა შენ კი პიტალო ყ@@ ხარ. ქალი რომ შენს წარსულს პატივს არ სცემს და მაიმუნთან აიგივებს, მაიმუნთან ცხოვრობდიო, ბრმა იყავიო. გეუბნება, შენი შვილების დედა მაიმუნია, რომელსაც თითქმის ყოველდღე, სთორიში თუ ისე, ამ ფოტოებს ვუძღვნი, რათა შენმა შვილებმაც დაინახონ, რომ მათი დედა მაიმუნია მამა კი ისეთი პიტალო ყ@@, რომელიც მარტო უნდა წეწო, პარსო და წეწო, წეწო და პარსოვო.

 

შვილებს ამას როგორ აყურებინებ, როგორ უშვებ? გულისამრევი ხარ შენ კოდუა… გულისამრევი მოძალადე ბაბულიკა ყ@@ და არცერთი თავმოყვარე ქალი გამარჯობასაც არ უნდა გეუბნებოდეს არაფრის ფასად.” – წერს მარიამ კუკუნაშვილი.

 

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X