00:57 | 2020-06-05 ავტორი: Prime Time

არველაძე სააკაშვილის უერთგულესი თანამებრძოლია და საჯაროდ დირექტივების მიმცემი იქნება – ბოჟაძე

არველაძე სააკაშვილის უერთგულესი თანამებრძოლია და საჯაროდ დირექტივების მიმცემი იქნება – ბოჟაძე

რასაც ვერ, ან არ გაახმოვანებს სააკაშვილი, სავარაუდოდ, დირექტივების მიმცემი ასე საჯაროდ, Facebook-ით გიორგი არველაძე იქნება,- ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

ეს იყო გაგრძელება სააკაშვილის, მელიას და ოქრუაშვილის აღიარებების - მდინარაძე არველაძის განცხადებაზე
2020-06-04ეს იყო გაგრძელება სააკაშვილის, მელიას და ოქრუაშვილის აღიარებების - მდინარაძე არველაძის განცხადებაზე

 

„ის, რასაც ვერ ან არ გაახმოვანებს სააკაშვილი, სავარაუდოდ დირექტივების მიმცემი ასე საჯაროდ Facebook-ით იქნება გიორგი არველაძე და სწორედ მაშინ, როდესაც ოპოზიციაშიც შეიქმნა გარკვეული პრობლემები.

 

 

კერძოდ, სხვადასხვა ოპოზიციურმა პარტიებმა გაბედეს, რომ თანასწორად ელაპარაკათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ესაუბრათ ერთიან მაჟორიტარებზე, კვოტებზე და ა.შ.

 

 

ვნახეთ როგორი განცხადებები გაკეთდა ოპოზიციის მისამართით და აგრძნობინა მათ, ვინ არის ოპოზიციაში ლიდერი.

 

ვინ კარნახობდეს დანარჩენ ოპოზიციას თამაშის წესებს, ვის უნდა ჰყავდეს ყველაზე მეტი მაჟორიტარი, ვის უნდა ჰყავდეს ყველაზე მეტი პირი პარტიულ სიაში და ყველაზე მთავარი“ – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

 

მისივე თქმით, ღიმილის მომგვრელია ახლა წინასწარ ოლქების და მითუმეტეს, თანამდებობების გადანაწილება.

ავტორი: Prime Time

X