
რამდენიმე დღის წინ გია სურამელაშვილმა იმიჯი შეიცვალა. მომღერალმა ე.წ. პარიკი მოირგო და ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„რავიცი, ახლებურად წავიიმიჯებ, იქნებ ბედიც მეწვიოს“, – დაწერა მომღერალმა.
ბუნებრივია, ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სურამელაშვილის მეგობრებმა და თაყვანისმცემლებმაც კომპლიმენტები არ დაიშურეს. გთავაზობთ გამოხმაურებების მცირე ნაწილს ↓
„არ მოგიტაცონ ბიჭო“;
„გია, ლია დეიდას როგორ გავხარ, აცხონოს უფალმა“;
„შენ ყველაფერი გიხდება!“;
„გია, ლამაზი ხარ, თვალი არ გეცეს“;
„ვერ გიცანი, გამდიდრდები, მეგობარო“;
„ვაუუუუუ ულამაზესი ხააარ“;
„ბრწყინააავ“;
„ძალიან გიხდება ახალი იმიჯი, გიაკო“
„გია, რა ლამაზი ხარ. როგორ გიხდება ყველაფერი. შენ ვინ ხარ, მითხარი“;
„რაღაც უფრო განაზდი“;
„ბევრი მოკალი და დააბრმავე ამ სურათით. გოგოებო არ გეწყინოთ, მარტო სურათი ვანახე ერთს სამეგობროში და მოვკვდი სიცილით. გამაცანიო, მე ვუთხარი ნინო ჰქვია-თქო. ისე დავამთავრეთ სუფრა, არც მითქვამს. ას გოგოში გამოარჩიეთ, გინდა ჰოლივუდიდან. ყველაფერს იხდენს ეს კარგი ადამიანი. იცოცხლე და იხარე. როგორც გინდა ისე იყავი ოღონდ იყავი.გაიხარე“;






















