13:21 | 2021-10-18 ავტორი: Prime Time

რას ჰყვებოდა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში წუხელ თბილისში მოკლული ქალი

რას ჰყვებოდა „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში წუხელ თბილისში მოკლული ქალი

ანასტასია შატალოვა, რომელზეც „პრაიმტაიმი“ ექსკლუზიურად გიყვებოდათ, გარდაცვლილი იპოვეს. გოგონა გუშინ, 17 ოქტომბერს მოკლეს.

 

Exclusive: ყოფილ მაღალჩინოსანს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს - „დედას 9 თვის შვილი გასტაცა“
2020-08-28Exclusive: ყოფილ მაღალჩინოსანს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს - „დედას 9 თვის შვილი გასტაცა“

 

ანასტასია შატალოვა რუსეთიდან საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა. აქ გაიცნო ბათუმის ყოფილი ვიცე მერი, ზურაბ ბერიძე, მასთან ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა და საერთო შვილიც შეეძინათ.

 

25 წლის ანასტასია შატალოვა ამბობდა, რომ ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ცოლად მოყვანას პირდებოდა, თუმცა ბავშვის გაჩენის შემდეგ ექს-მაღალჩინოსანი პირველ მეუღლეს დაუბრუნდა, მას კი ახალშობილი წაართვა.

 

თუმცა, ზურაბ ბერიძე ამბობდა, რომ ამბობს, რომ დედა ბავშვს უპრობლემოდ ნახულობდა.

 

მას შემდეგ, რაც მათ შორის დავა დაიწყო, მამაკაცი ოდესღაც საყვარელ ქალს პროსტიტუციასა და ოქროს ბეჭდის ქურდობაში სდებს ბრალს, პოლიციაში სარჩელიც შეიტანა და ბავშვიც წაართვა.

 

პოლიციას დამნაშავე ჯერ არ დაუაკვებია.

 

„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ყოფილმა მაღალჩინოსანმა ცოლს პროსტიტუციაში დასდო ბრალი და პოლიციაში უჩივლა
2020-09-03„პრაიმტაიმში“ გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ ყოფილმა მაღალჩინოსანმა ცოლს პროსტიტუციაში დასდო ბრალი და პოლიციაში უჩივლა
ავტორი: Prime Time

X