21:54 | 2021-10-16 ავტორი: Prime Time

ასაკიანი კაცი ვარ, ნეტავ მე წავსულიყავი და ბავშვები გადარჩენილიყვნენ – ტაქსის მძღოლი, რომელიც ბათუმის ტრაგედიას შეესწრო

ასაკიანი კაცი ვარ, ნეტავ მე წავსულიყავი და ბავშვები გადარჩენილიყვნენ – ტაქსის მძღოლი, რომელიც ბათუმის ტრაგედიას შეესწრო

უკვე ყველამ გაიცნო კაცი, რომელიც ბათუმში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევას პირველი შეესწრო. იგი მურმან ქარცივაძეა, რომელიც ტაქსის მძღოლია და ხშირად აყენებდა ავტომობილს იმ შენობის წინ, რომელიც ჩამოინგრა.

 

პირველად მამაკაცმა მომხდარი „პრაიმტაიმთან“ გაიხსენა. მისი თქმით, მურმან ქარცივაძე პირველად თავად დაუკავშირდა ოჯახის წევრებს რათა ეცნობებინა, რომ კარგად იყო და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

 

რატომ გაჰყავთ დროებით 26 მაისის ქუჩაზე მდებარე შენობიდან ხალხი - ბათუმის მერიის განმარტება
2021-10-16რატომ გაჰყავთ დროებით 26 მაისის ქუჩაზე მდებარე შენობიდან ხალხი - ბათუმის მერიის განმარტება

 

„როგორც კი ტელევიზიით გადმოიცა, ადგილმდებარეობა ვიცანით, სამსახურებში ვიყავით ოჯახი და ნერვიულობით გული გაგვისკდა. მაშინვე დავურეკეთ, არ გვიპასუხა… თურმე ტელეფონი ამოუვარდა ჯიბიდან. რამდენიმე წუთში სხვისი ტელეფონით დაგვიკავშირდა, კარგად ვარ, გადავრჩი, არ ინერვიულოთო.

 

თვითონ ჰყვება, რომ მანქანაზე ვიყავი მიყრდნობილი, მოულოდნელად მტვერი ჩამოცვივდა, უცებ ფანჯარა გასკდა და გადმოვარდა კედელი და გამოვიქეცი მეცო”,- აცხადებს მურვან ქარცივაძის რძალი.

 

მურმან ქარცივაძემ ტრაგედიის დღე მოგვიანებითაც გაიხსენა.

 

„მე ასაკიანი კაცი ვარ, ნეტავ მე წავსულიყავი და ბავშვები გადარჩენილიყვნენ… შევნიშნე ქვის კენჭი ჩამოვარდა, შემდეგ იყო ბზარები, გაიკეცა ფანჯარა და დავიბენი“,- ამბობს ტაქსის მძღოლი.

 

 

ნახეთ სხვა ყველაზე კითხვადი სიახლეები და ვიდეოები

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X