15:23 | 2021-03-24 ავტორი: სალომე ნეფარიძე

სრული საფრთხის წინაშე ვდგავართ!- თენგიზ ცერცვაძე

სრული საფრთხის წინაშე ვდგავართ!- თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ევროპაში და აშშ-ში უკვე ემზადებიან მესამე ტალღისთვის.

 

მისივე თქმით, საქართველო საფრთხის წინაშე დგას, რადგან არ ხდება მასობრივი ვაქცინაცია, ამასთან მოსახლეობა გათამამდა და ნაკლებად იცავს რეგულაციებს.

 

„ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება, ჩვენ არ ვცხოვრობთ იზოლირებულ სამყაროში და სრული საფრთხის წინაშე ვდგავართ რამოდენიმე მიზეზის გამო, რომელიც მინდა გითხრათ.

 

ეს არის ორი ძირითადი ფაქტორი, ის, რომ საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა შემოვიდა და უწყვეტად შემოვა უპრეცედენტო პასიურობაა ვაქცინაციის მიმართ, უდიდესი სკეპტიციზმი და ფაქტიურად მასობრივი ვაქცინაცია ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

 

მერეო ხალხი გათამამდა აღარ ასრულებს მინიმალურ რეგულაციებს, განსაკუთრებით პირბადეების ტარებას. 70% იყო პირბადეების ტარება, ესეც დაბალია 80% უნდა იყოს მინიმუმ და ახლა ჩამოვიდა 42%-ზე, რაც საგანგაშოა ნიშანია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X