23:05 | 2021-04-13 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ასე ეხმაურება რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობას

ასე ეხმაურება რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობას

რეჟისორი რობერტ სტურუა ნინუცა მაყაშვილის მიმართ სავარაუდო ძალადობას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ეხმაურება.

 

„ვგრძნობდი, რომ ესენი ბოშევიკები იყვნენ, ნეოკომუნისტები! და ქალებმა 1937 დაიწყეს რეპრესიები!“, – წერს რობერტ სტურუა. 

Exclusive: ბესოს ისე უყვარდა ნინუცა, მის ჯინაზე, მესამე დღეს სხვა ცოლი მოიყვანა – მსახიობის ცოლი, ქმრის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება
2021-04-13Exclusive: ბესოს ისე უყვარდა ნინუცა, მის ჯინაზე, მესამე დღეს სხვა ცოლი მოიყვანა – მსახიობის ცოლი, ქმრის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება

 

რეჟისორის ამ განცხადებას მისსაე სტატუსში დიდი გამოხმაურება მოჰყავს, რაზეც სტურუამ კომენტარებშივე დაწერა:

 

„წინათ, ქალი, ქმარი რომ მისტოვებდა, გომოსექსუალიზმს აბრალებდა, ახლა ვეღარ ბედავს, ეშინია დემოკრატად აღარ ჩათვლიან, ამიტომ კივიან: ოცი წლის წინ მცემდაო და ფულსაც პარფუმერიისთვის იჯიბებენ!

 

ვაშა ახალ დიდებას! ვაშა კომუნიზმს!

 

P.S.

 

სხვათა შორის ჯონი დეპმა მოიგო საქმე!

 

საზიზღარმა მოძალადემ!“

 

შეგახსენებთ, რომ მსახიობ ბესო ზანგურს ყოფილი მეუღლე ნინუცა მაყაშვილი ძალადობაში ადანაშაულებს.

 

ბესო ზანგური კი „პრაიმტაიმთან“ საუბარში უარყოფს და აცხადებს, რომ ის ყოველგვარ ძალადობას ემიჯნება.

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X