00:36 | 2021-12-10 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ასე ეხმიანება ნიკოლოზ გამყრელიძე ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლას

ასე ეხმიანება ნიკოლოზ გამყრელიძე ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან წასვლას

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი აღმასრულებელი დირექტორის ნიკოლოზ გამყრელიძის განცხადებით, რთულ პერიოდში ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მთავარი ახალი მინისტრის კანდიდატურის დროული წარდგენაა.

 

„ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ ახალი მინისტრის წარდგენა ახლა სწრაფად უნდა მოხდეს, რათა დღეს არსებულ გამოწვევებს ფეხი სწრაფად ავუწყოთ, რომელიც ძალიან ბევრია. ჩვენგან თუ რაიმე საჭირო იქნება, პანდემიის პირობებში ხელს შევუწყობთ.

 

მთავარი გამოწვევა დღეს პანდემიაა და ქვეყანა ამ გამოწვევას იმაზე უკეთესად უნდა გაუმკლავდეს, ვიდრე დღეს უმკლავდება, რათა ამ ყველაფერმა ნაკლები ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლეზე გაიაროს“, – განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა BM.GE-სთან საუბრისას.

 

ასევე დაგაინატერესებთ:

 

 

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X