
საქართველოში ტურისტული სეზონი იხსნება. როგორც მთავრობამ დააანონსა, საკურორტო ზონები ქართველ ტურისტებს 15 ივნისიდან მიიღებენ.
1-ლი ივლისიდან კი სეზონი უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება.
ამის მიუხედავად, საზღვაო კურორტებზე უკვე შეინიშნება დამსვენებელთა ნაკადი.
„პრაიმტაიმის“ ჟურნალისტმა ქობულეთის სანაპიროზე ფოტოები გადაიღო, რომელიც პლაჟზე არსებულ მდგომარეობას ასახავს.




























