14:27 | 2020-11-17 ავტორი: Prime Time

ასე გამოიყურება სტალინის ერთადერთი შვილიშვილი – ჰგავს ის ბაბუას?

ასე გამოიყურება სტალინის ერთადერთი შვილიშვილი – ჰგავს ის ბაბუას?

ქრის ევანსი – არა ჰოლივუდელი მსახიობი, არამედ 48 წლის ტატუებიანი ბუდისტი ორეგონიდან, სტალინის შვილიშვილია.

 

იოსებ სტალინის ერთადერთი ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა, 1967 წელს ემიგრაციაში დარჩა. მან აშშ-ს მოქალაქეობა მიიღო და სსრკ-ში პირველი ქორწინების შემდეგ, კიდევ ორჯერ იქორწინა.

 

ოლგა (უკვე ქრისი) ევანსი დედას მესამე ქორწინების დროს შეეძინა. მისი ცხოვრების სტილი, ბაბუასთან შედარებით ძალიან განსხვავებულია.

 

„სტალინი ჩემთვის, ყოველთვის იმ ხალხთაგანი იყო, ვინც მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვა – ჩერჩილი, რუზველტი და სტალინი. შემდეგ, დედაჩემი მესაუბრა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებების შესახებ და გავიგე ბაბუაჩემის სასტიკი რეჟიმის შესახებ. სტალინის მმართველობის დროს, მილიონობით ადამიანი იხოცებოდა. მან სსრკ ზესახელმწიფოდ, ძლიერ სამხედრო ძალად აქცია”, – ამბობს ევანსი.

 

 

ქრისის თქმით, დედამისი, რომელიც 9 წლის წინ მოხუცებულთა თავშესაფარში გარდაიცვალა, ყოველთვის ცდილობდა სტალინის სახელის ქვეშ მოქცევის გარეშე, დამოუკიდებლად ცხოვრებას.

 

„რა თქმა უნდა, მას სძულდა ის, რასაც სტალინი აკეთებდა. მიუხედავად ამისა, დედაჩემის ცხოვრებაში იყო დრო, როდესაც სტალინის ქმედებების გამო პასუხისმგებელი ის ხდებოდა ხოლმე, რაც ძალიან უსამართლოა“.

 

საინტერესოა ისიც, რომ სვეტლანა ალილუევას გარდაცვალებისას, მის ოჯახსა და ახლობლებს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემაც მიუსამძიმრა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ივანსის იმიჯი განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოვებს, იგი სისხლით, მაინც რუსია. მას ბორში დედამ შეაყვარა, ამიტომ წვნიანის მომზადების დროს, ყოველთვის ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს ალილუევა ჯერ კიდევ მასთანაა.

 

„იგი ჩემით ყოველთვის ამაყობდა, მაშინაც კი, როცა დიდად არაფერ განსაკუთრებულს მივაღწევდი ხოლმე. მას უპირობოდ ვუყვარდი. ის იყო პიროვნება, რომელსაც სხვა ადამიანებში ყოველთვის მოვძებნი“, – ამბობს ქრისი დედამისზე.

 

ივანსმა საშემოსავლო სამსახურში მუშაობაზე უარი თქვა და დამოუკიდებელი ბიზნესი წამოიწყო. იგი ამჟამად, პორტლენდის ერთ-ერთი ანტიკვარული მაღაზიის მფლობელია.

 

 

ავტორი: ამუკა ქორიძე

ავტორი: Prime Time

X