
გერმანელმა ექიმებმა, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ, თავიანთი შიშველი ფოტოები გამოაქვეყნეს, რათა ჯანდაცვის სამინისტროსთვის დაენახებინათ როგორ გამოიყურებიან სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე.
„ზუსტად ასე გამოვიყურებით როდესაც პანდემიის პირობებში, ინფიცირებულ ადამიანებს სამედიცინო აღჭურვილობის გარეშე ვმკურნალობთ.
სიშიშვლე გამოხატავს იმას, თუ რამდენად დაუცველები ვართ ასეთ დროს“,- ამბობენ ისინი.
ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მსოფლიოში პანდემიის გამო სპეციალური სამედიცინო აღჭურვილობის სიმცირეა.



























