15:01 | 2020-06-27 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ასე გზა იხსნება და ჩვენ კონსტიტუციურ ცვლილებამდე მივალთ – რა გამოსავალს ხედავს სალომე სამადაშვილი

ასე გზა იხსნება და ჩვენ კონსტიტუციურ ცვლილებამდე მივალთ – რა გამოსავალს ხედავს სალომე სამადაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი საარჩევნო სისტემის ცვლილების შესახებ ამბობს, რომ ფრაქცია შემდგომ სხდომაზე მონაწილეობას მიიღებს თუ გიორგი რურუა გათავისუფლდება.

 

„ორშაბათს, პარლამენტის სხდომაზე კენჭისყრაში ჩვენი ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს თუ რაიმე ნაბიჯი გადაიდგმება რურუასთან დაკავშირებით. ასეთი ქმედება გვაფიქრებინებს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულდება.

ტრანსპორტის გარეშე დარჩენილ მედპერსონალს სალომე სამადაშვილი დახმარებას სთავაზობს
2020-04-01ტრანსპორტის გარეშე დარჩენილ მედპერსონალს სალომე სამადაშვილი დახმარებას სთავაზობს

ივანიშვილს ვაძლევ რჩევას – სასამართლოს მისცეს არა მითითება, არამედ საშუალება სასამართლო პროცესი კანონის შესაბამისად წარმართონ. ასეთ შემთხვევაში, რურუა თავდებით გათავისუფლდება.

 

ასე გზა იხსნება და ჩვენ კონსტიტუციურ ცვლილებამდე მივალთ”, – ამბობს სალომე სამადაშვილი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X