16:38 | 2020-10-01 ავტორი: რუსა ღვანიძე

„ასე შევრჩი ვარდენს უდიპლომო სასიძო, სიძედ!” – ვინ არის ბიჭიკო ფილმიდან „უდიპლომო სასიძო“

„ასე შევრჩი ვარდენს უდიპლომო სასიძო, სიძედ!” – ვინ არის ბიჭიკო ფილმიდან „უდიპლომო სასიძო“

„ფილმს ხან ოზურგეთში, ხან ბახვსა და ხიდისთავში ვიღებდით. ხოტივარი ერთი წუთით არ გვასვენებდა, გადაღებას დილის ხუთ საათზე ვიწყებდით.

 

საკმარისი იყო, რომელიმეს დაგვეწუწუნა, რომ გვეუბნებოდა, ისეთ ფილმს ვიღებ, ხალხმა, 50 წელი მაინც უნდა იცინოსო!“ -დუდუხანა წეროძე.

 

კინოსტუდია ქართული ფილმის მიერ 1961 წელს რეჟისორ ლევან ხოტივარის კინოფილმი „უდიპლომო სასიძო“, იმდენად შეიყვარა თაობებმა, რომ დღემდე სიამოვნებით უყურებენ და ზეპირადაც კი ახსოვთ, გამორჩეული ფრაზები.

 

 

ფილმში  ბიჭიკოს სიმღერას, უნიკალური ხმის ტემბრის მქონე მომღერალი სულიკო კოროშინაძე ასრულებს.

 

60-70 იან წლების სახალისო ფილმის მთავარ გმირს – ბიჭიკო, არაპროფესიონალი მსახიობი კოტე მგალობლიშვილი ასრულებს, რომელიც უკვე 80 წლის ასაკშია.

 

 

„უდიპლომო სასიძო“, რომელიც გადაღებულია ასევე ფილმში „ჩვენი ეზო”(გოჩა, 1956) სინამდვილეში თანამდებობის პირი, ინჟინერი და პოლიტიკოსი გახლდათ, რომელსაც დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.  

 

 

ბევრი სასაცილო და შესანიშნავი ფრაზა შეიძლება გავიხსენოთ ფილმიდან, რომელიც მაყურებლისთვის, დღემდე დაუვიწყარია – „ბიჭიკოს მუშაობა ვის გაუგია!“, „ეს შეშვენის ჩვენ ეპოქას?“, „აუფ ბიჭო, ლა თოფია, ლა თოფი!”, „გავგიჟდები, გავგიჟდები, ნამდვილად გავგიჟდები!“, „უიმე, ლა ვუკო რაა!“, „გამოუშვი აბა, გამოუშვი!“, „შენ რაზე იხდი მადლობას?“, გადატრიალება მეცხოველეობაში“, 

 

Нет описания.

 

ძნელად მოიძებნება ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც ასეთი პოპულარობით სარგებლობდეს, განასაკუთრებით, ბოლო მეოთხედი საუკუნის მანძილზე.

 

Нет описания.

 

“უდიპლომო სასიძოს”გადაღებისას ამ ფილმს კინაღამ შევწირე. ალბათ, ყველას გახსოვთ, სამძახლოების წაკინკლავების სცენა. ისეთ ეშხში შევედი, რომ აკაკი კვანტალიანს (ნანის მამას) მართლა გამოვენთე, ღობეზე გადმოვფრინდი და ფეხიც მოვიტეხე…

 

Нет описания.

 

კინაღამ მოსაჭრელი გამიხდა. გადაღება მთელი ორი თვით შეჩერდა. მთელი გადამღები ჯგუფი ძალიან შეწუხდა, განსაკუთრებით ლელიკო ხოტივარი, ფილმის რეჟისორი.

 

 

ფილმს ხან ოზურგეთში, ხან ბახვსა და ხიდისთავში ვიღებდით. ხოტივარი ერთი წუთით არ გვასვენებდა, გადაღებას დილის ხუთ საათზე ვიწყებდით. საკმარისი იყო, რომელიმეს დაგვეწუწუნა, რომ გვეუბნებოდა, ისეთ ფილმს ვიღებ, ხალხმა 50 წელი მაინც უნდა იცინოსო.

 

Нет описания.

 

ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოუვიდოდა, მე რომ ფეხი დავიზიანე და გადაღებაც შეჩერდა. ღვთის წყალობით, გამოვკეთდი და ფილმიც საუკეთესო გამოვიდა“ – იხსენებდა დუდუხანა წეროძე.

 

Нет описания.

 

შეგახსენებთ კომედიური ჟანრის ფილმის სცენარს: – ბიჭიკოს დედა ძლიერ განიცდის, რომ მის უდარდელ შვილს, მთელი სოფელი უქნარად თვლის. ბიჭიკოს სწავლა არ აინტერესებს და თავისი შეყვარებული ნანი, ქვეყანას ურჩევნია. ნანის მამას, ვარდენს უდიპლომო სასიძოს სახელის გაგონებაც არ სურს, ქალიშვილისთვის შესაფერ საქმროდ, აგრონომი ნიკოლოზი ეგულება.

 

Нет описания.

 

ბიჭიკო ნანის მოტაცებას გადაწყვეტს, მაგრამ შემთხვევით ხელში მამამისი შერჩება. საქმე ბიჭიკოს სასარგებლოდ აეწყობა, რადგან გაუგებრობაში მოხვედრილი ვარდენის ერთადერთი მფარველი, სწორედ ის აღმოჩნდება. ვარდენი მიხვდება, რომ ბიჭიკო გულისხმიერი ადამიანია და სასიძოდ აღარ დაიწუნებს.

 

მთავარ როლებს კოტე მგალობლიშვილი, ბელა მირიანაშვილი, აკაკი კვანტლიანი, დუდუხანა წეროძე და ვახტანგ ნინუა ასრულებენ.

ავტორი: რუსა ღვანიძე

X